მოგესალმებით


“აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა

აგრო ბათუმის შესახებ

2017 წლის 29 სექტემბერს - 01 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-7 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2017”.

"GEONET EXPO" საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით, ხელს უწყოს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას. გამოფენის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, აჭარის ტელევიზია და TV 25 – მედია მხარდამჭერი, გაზეთები: Caucasus Business Week და გაზეთი აჭარა.

„Agro Batumi 2017” ფართო მაშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართომომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ.

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ირანი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

Agro


გაგიჩნდათ კითხვა?

წერილის გაგზავნა ნუ დააყოვნებთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს. ჩვენ მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.